ანალების სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თარგი:გასაწმენდი
No edit summary
ხაზი 1:
'''”ანალების” სკოლა''' (ფრ.École des Annales), ან '''”ახალი საისტორიო მეცნიერება”''' (ფრ.La Nouvelle Histoire) - [[ისტორია|ისტორიული მეცნიერების]] მიმართულებები, დაარსებული [[ლუსიენ ფევრი|ლუსიენ ფევრისა]] (ფრ.Lucien Paul Victor Febvre, 1878-1956) და [[მარკ ბლოკი|მარკ ბლოკის]] (ფრ.Marc Leopold Benjamin Bloch, 1866-1944) მიერ.
{{გასაწმენდი}}
'''”ანალების” სკოლა''' - XX საუკუნის [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიასა]] და [[კულტუროლოგია|კულტუროლოგიაში]] ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ასევე მოიხსენიებენ '''”ახალი საისტორიო მეცნიერების”''' სახელითაც. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებულია ცნობილი ფრანგი ისტორიკოსების [[ლუსიენ ფევრი|ლუსიენ ფევრისა]] (Lucien Paul Victor Febvre, 1878-1956) და [[მარკ ბლოკი|მარკ ბლოკის]] (Marc Leopold Benjamin Bloch, 1866-1944) მოღვაწეობასთან, რომელთაც 1929წ.-ს [[სტრასბურგი|სტრასბურგში]] დააფუძნეს [[ჟურნალი]] '''”ანალები”.''' მათ გააგრძელეს [[ანრი ბერი|ანრი ბერის]] მიერ '''”ისტორიული სინთეზის ჟურნალში”''' დასახული გზა [[ისტორია|ისტორიის]] ”გაცოცხლების” მიმართულებით და მიზნად დაისახეს [[კოპერნიკი|კოპერნიკის]] მსგავსი [[რევოლუცია|რევოლუციის]] განხორციელება საისტორიო [[მეცნიერება|მეცნიერებაში]]. ამ რევოლუციის არსი იმაში იყო, რომ ტრადიციული '''”ისტორია-მოთხრობა”''' შეცვლილიყო '''”ისტორია-პრობლემით”.'''
 
'''”ისტორიკოსია არა ის, ვინც იცის, არამედ ის, ვინც ეძიებს”''', - ლ. ფევრის ეს ფრაზა ანალების სკოლის [[დევიზი|დევიზად]] იქცა. მათ სცადეს დისციპლინათაშორისი ბარიერების დაძლევა, [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]], [[ლინგვისტიკა|ლინგვისტური]] [[წყარო|წყაროების]], შესასწავლი ეპოქის [[ლიტერატურა|ლიტერატურისა]] და [[ხელოვნება|ხელოვნების]] მონაცემების, [[ტექნიკა|ტექნიკის]], ბუნებრივი და ხელოვნური [[ლანდშაფტი|ლანდშაფტის]] გათვალისწინება საისტორიო კვლევის პროცესში. ეს საშუალებას იძლეოდა, შესწავლილი ყოფილიყო ეპოქის ლექსიკონი. [[სიმბოლიზმი|სიმბოლური]] ქმედებები, აზროვნების წესი, მსოფლაღქმა.
 
იმ დროისათვის სრულიად ახალი და ორიგინალური გახლდათ იდეა იმის თაობაზე, რომ [[ისტორიული ფაქტები]] და მოვლენები მიმაგრებოდა ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოს, რაც მოგვიანებით ჩვეულებრივ და აუცილებელ მოთხოვნად იქცა.
 
ანალების სკოლამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია [[კულტურა|კულტურისა]] და [[ცივილიზაცია|ცივილიზაციის]] ცნებებს. მათი თვალსაზრისით, ყოველი კულტურა წარმოადგენს ანსამბლს, რომელიც შინაგანად [[ჰომოგენური|ჰომოგენურია]], მისი კომპონენტები, მათ შორის არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთ მთლიანობას ქმნიან. რაც შეეხება ცივილიზაციას, მასში მთლიანდება მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა მხარე.
 
ანალების სკოლის დამსახურებაა აგრეთვე [[მენტალობა|მენტალობის]] ცნების შემოტანა და დამუშავება. მენტალობა მათ მიერ განიმარტება როგორც მსოფლაღქმის შესაძლებლობანი, განპირობებული კულტურითა და ეპოქით.
 
ანალების სკოლის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ [[ტოტალიტარიზმი|ტოტალური]], ან [[გლობალიზაცია|გლობალური]] ისტორიის შექმნას. ამ ტერმინებს დღეს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. ანალების სკოლისათვის კი ტოტალური, ან გლობალური ისტორია არ გულისხმობს მსოფლიო ისტორიას, - იგი შეიძლება იყოს რომელიმე ადგილის, თემის, ოლქის, მოკლე ქრონოლოგიური მონაკვეთის ისტორია. მაგრამ ეს არის განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მცხოვრებ ადამინთა ისტორია, განხილული დაკვირვების მაქსიმალურად მრავალი წერტილიდან, სხვადასხვა რაკურსით. ტოტალური ისტორიის მიზანია, დასძლიოს ისტორიის დაყოფა - [[პოლიტიკა|პოლიტიკურ]], [[ეკონომიკა|ეკონომიკურ]], [[სოციოლოგია|სოციალურ]], [[რელიგია|რელიგიის]], კულტურის და სხვა ისტორიებად.
 
[[პიტერ ბერკი]] ანალების სკოლის მოღვაწეობაში 3 პერიოდს გამოყოფს:
 
'''1. 1920-1945''' - ყველაზე რადიკალური პერიოდი. როცა ბლოკი და ფევრი შეურიგებლად უპირისპირდებიან პოლიტიკური ისტორიის [[ტრადიცია|ტრადიციას]], დამკვიდრებულს პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელთა მიერ. (პოზიტივისთა სკოლა ძირითად აქცენტს მოკლე პერიოდების შესწავლაზე აკეთებდა. გვთავაზობდა [[ნარატივი|ნარატივს]] და ისტორია სამხედრო-პოლიტიკური კუთხით აინტერესებდა.)
 
'''2. 1945-1968''' - მოძრაობა ჩამოყალიბდა სკოლის სახით, თავისი ცნებებითა და მეთოდებით ([[ფერნან ბროდელი]], fernand braudel, 1902-1985).
 
'''3.1968-1989''' - სკოლა დაიყო რამდენიმე მიმართულებად, რომელთაც აქცენტი სოციალური და ეკონომიკური ისტორიიდან, სოციალურ და კულტურის სფეროებზე გადაიტანეს.
 
ანალების სკოლის შემდგომი თაობის წარმომადგენლებმა გააღრმავეს მენტალობის ცნების კვლევა და მისი რამდენადმე განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. თუ ფევრისათვის ამოსავალი იყო ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების მენტალური მთლიანობა, თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსები გამოდიან ემოციური სამყაროს სოციალურად დიფერენცირებული სურათიდან და ერთმანეთისგან განასხვავებენ სოციალური ჯგუფებისა და ფენების მენტალობას.
 
ანალების სკოლის წარმომადგენლები არიან: '''ლუსიენ ფევრი, მარკ ბლოკი, ფერნან ბროდელი,''' [[ჟაკ ლე გოფი]], [[ჟორჟ დიუბი]], [[ემანუილ ლერუა ლადიური]].
 
[[კატეგორია: ისტორიოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანალების_სკოლა“-დან