მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:ОставлениеPyotr горцамиNikolayevich аулаGruzinsky - The mountaineers leave the aul.jpg|thumb|300px|„მთიელები სოფელს ტოვებენ“, [[პეტრე გრუზინსკი]].]]
'''მუჰაჯირობა''', [[კავკასია|კავკასიის]] მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება [[ოსმალეთის იმპერია]]ში XIX საუკუნეში. მუჰაჯირობა დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით [[პმო|I მსოფლიო ომამდე]] გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან]]. მუჰაჯირობამ მოიცვა [[აბაზები]], აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, უბიხები, [[ჩაჩნები]], [[ყარაჩაელები]], [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[აფხაზები]] და დამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი [[ქართველები]]. ოსმალეთი ცდილობდა [[მუჰაჯირები]]ს დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სამხრედრო-სტრატეგიული მდგომარეობით.
 
15

რედაქტირება