ოსეთის სასულიერო კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 3:
ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები. [[1746]] წელს [[თბილისი|თბილისში]] [[თეიმურაზ I]]-მა და [[ანტონ I]]-მა დიდი პატივით მიიღეს ამ კომისიის წევრი [[ეფრემ ჯანდიერი]]. კომისიის ხელმძღვანელი [[არქიმანდრიტი]] პახომი [[საქართველო]]დან ფულად სახსრებს იღებდა [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიაში]] [[ქართველები|ქართველთა]] [[ტყვე]]ების გამოსასყიდად და [[სამშობლო]]ში დასაბრუნებლად. მას ბრალად დასდეს, თითქოს [[ოსები]]ს საქართველოს ქვეშევრდომობაში შეყვანა სურდა.
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის]] წინ ქართველი მეფე მთავრების პოზიციის გასარკვევად, საქართველოში ჩამოვიდა კომისიის წევრი გრიგოლ რომანიშვილი. იგი მიიღეს [[ერეკლე II|ერეკლემ]] და [[სოლომონ I]]-მა. [[1768]] წელს იგი თურქების აგენტებმა მოკლეს გურიაში. ოსეთის სასულიერო კომისია ოსთა შორის ქართულ მწიგნობრობას ავრცელებდა. პახომი და გრიგოლ ოს ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, სინოდის დავალებით ქართულიდან ოსურ ენაზე საეკლესიო ხასიათის წიგნებს თარგმნიდნენ და საამისოდ უყენებდნენ [[ქართული ანბანი|ქართულ ანბანს]]. 1753 წლიდან პახომის ინიციატივით ქურთათის ხეობაში 30 ბავშვისათვის უნდა გახსნილიყო სკოლა, მაგრამ იგი მხოლოდ 1764 წელს გაიხსნა მოზდოკის ციხესიმაგრესთან. 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის წარმატების შემდეგ, 1771 წლიდან, ოსეთის სასულიერო კომისიას სათავეში რუსი სამღვდელო პირი ჩაუყენეს, კომისიის წევრები რუსი მისიონერებით შეავსეს და იგი მეფის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის იარაღად აქციეს. ოსურ ანბანს ქართულის ნაცვლად რუსული გრაფიკა დაუდეს საფუძვლად. 1792 წელს ოსეთის სასულიერო კომისიამ არსებობა შექყვიტა. 1815 წელს რუსეთის მტავრობამ კომისია აღადგინა. სათავეში ჩაუყენეს დოსითეოს ფიცხელაური. მან 13 ათასამდე ოსი გააქრისტიანა. ქრისტიანობის მიღების პირობად იგი ოს გლეხებს მებატონისაგან განთავისუფლებას და სახაზინო გლეხების კატეგორიაში ჩარიცხვას ჰპირდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მებატონეების წინააღმდეგობის შედეგად დოსითეოსი გადააყენეს და ოსეთის სასულიერო კომისია უშუალოდ საქართველოს ეგზარქოსს დაუქვემდებარეს. კომისია 1861 წლამდე არსებობდა. 1863 წლიდან მოღვაწეობას შეუდგა მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება კავკასიაში.
 
==ლიტერატურა==
*''თოგოშვილი გ.,'' საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVII საუკუნეები, თბ., 1969;
*''ხანთაძე შ.,'' ქართველი მოღვაწეები ჩრდილო კავკასიაში XVIII საუკუნეში, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19A და 20B;
*''თოგოშვილი გ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 593, თბ., 1984
 
[[კატეგორია:რუსეთის იმპერია]]