ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ბმულები
ხაზი 1:
'''ისაყ I''' ''ჯაყელი'', [[ ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშა]] [[1701]]-[[1745]] დროგამოშვებით. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ ([[1701]]) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით [[1718]]-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1723]]-[[1724]] ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების და კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. [[1727]], [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]] მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალურ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. [[1735]], როცა [[ოსმალობა]] ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან[[თბილისი]]დან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. [[1737]] ტახტი შვილს, [[იუსუფ III|იუსუფ III-ს]] დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი [[1744]], ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.
 
==ლიტერატურა==
* ''ლომსაძე შ.,'' სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
* ''ლომსაძე შ.,''[[ ქსე]], ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაყ_I“-დან