ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

თხზულების "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" გარკვეული ნაწილი [[საქართველო|საქართველოს]] ეხება, სადაც მან [[1672]]-[[1673]] იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი [[თბილისი]]ს პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. "მოგზაურობის" ეს ნაწილი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ჩართულია ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის [[ძამპი, ჯუზეპე მარია|ჯ. ძამპის]] თხზულება, რომელიც შარდენისთვის თვით ძამპის გადაუცია. ამ თხზულების შარდენისეულ პუბლიკაციას ფასს მატებს ისიც, რომ ძამპისეული დედანი დაკარგულია.
 
[[სურათიფაილი:TbilisiTiflis 1671 by Chardin.jpg|thumb|600px|center|თბილისი [[შარდენი, ჟან|ჟან შარდენისშარდენი]] მიხედვით, 1671]]
 
სერ ჯონ შარდენი გარდაიცვალა ჩისუიკში, ლონდონი, 1713 წელს. დაკრძალულია [[უესტმინსტერის სააბატო|უესტმინსტერის სააბატოში]]. მის მონუმენტზე წარწერაა nomen sibi fecit eundo (ლათ.: სახელი გაითქვა მოგზაურობით).