ძილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ბავშვის ძილი '''ძილი''' - მაღალგანვითარებული ო…
(განსხვავება არ არის)

10:04, 24 მარტი 2009-ის ვერსია

ძილი - მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს. ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვდადასხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი - მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც. თვლემისა და ნელი ძილის დროს ჭარბობს დაბალი სიხშირის, მაღალამპლიტუდიანი რხევები (სინქრონიზაცია), ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს - მაღალი სიხშირის დაბალამპლიტუდიანი რხევები (დესინქრონიზაცია), რასაც თან ახლავს გარკვეული ვეგეტატიური ძვრები. ეს მოვლენა კატებში პირველად დააგინა ქართველმა ფიზიოლოგმა ლ. ცქიფურიძემ 1950 წელს; შემდგომში იგივე დადასტურდა უცხოელ მეცნიერთა შრომებშიც.

ბავშვის ძილი

ძილის მექანიზმები

ძილს უზრუნველყოფს ნერვულ სისტემათა დაქსაქსული სისტემა, რომელშიც ტვინის ყველა დონე მონაწილეობს. მაგალითად, ნელი ძილის განვითარებაზე პასუხიმგებელი ე.წ. მასინქრონიზებელი მექანიზმები შუა და შუამდებარე ტვინის, ნაწილობრივ წინა ტვინის ორბიტაბაზალური უბნის დონეზე მდებარეობს. სწრაფ პარადოქსულ ძილზე და მის რეგულაციაზე პასუხიმგებელი მექანიზმები მოთავსებულია ვაროლის ხიდის ბადებრიც ფორმაციასა და ლიმბური სისტემის ემოციოგენურ სტრუქტურებში. ძილის ფაზების აღმოცენება დამოკიდებულია აგრეთვე თავის ტვინში წარმოქმნილ ქიმიურ მედიატორებზე. შესაბამისად განასხვავებენ სეროტონინერგულ ნორადრენერგულ სისტემებს. ძილის მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით ძილზე გავლენას ახდენს ტვინის სხვადასხვა უბნიდან და საკუთრივ ორგანიზმიდან, ასევე გარემოდან მოსული სიგნალები. ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ საარსებო პირობებთან შეგუებითი ქცევის გამომუშავებას.

ძილის თეორიები

ადრინდელი თეორიები ძილს განიხილავდნენ როგორც ტვინის ნერვული უჯრედების (ნეირონების) აქტივობაში შესვენების პერიოდს. ასეთებია: ძილის წარმოშობის ტოქსიკური თეორია, რომლის თანახმადაც, ღვიძილს თან ახლავს ორგანიზმში ჰიპნოტოქსინების დაგროვება, რომლებიც ტვინის უჯრედებს წამლავენ და ძილს იწვევენ. ძილში ორგანიზმი თავისუფლდება ამ პროდუქტებისგან. ი. პავლოვის თეორიის მიხედვით, ძილი შინაგანი შეკავებაა და გაპირობებულია თავის ტვინის დიდი ნახევარსეფროების ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეირონთა შეკავებით, რომლებიც აღმოცენდება ქერქის ზოგიერთ უბანში და ვრცელდება მთელ ქერქში. მოგვიანებით ცალკეულ ნეირონთა შესწავლამ ცხადყო, რომ ძილი დაკავშირებულია მათი მოქმედების გარდაქმნასთან და არა დათრგუნვასთან.

XX საუკუნის თეორიები

*

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძილი&oldid=717292“-დან