ორწყვილფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =ორწყვილფეხიანები | სურათის ფაილი =Millipede.jpg | …
(განსხვავება არ არის)

19:11, 23 მარტი 2009-ის ვერსია

ორწყვილფეხიანები (Diplopoda), ტრაქეებიან ფეხსახსრიანთა კლასი. სეგმენტირებული აქვთ სხეული. სეგმენტების უმრავლესობაზე 2-2 წყვილი ფეხია. თავზე აქვთ 1 წყვილი დაუტოტავი მოკლე ანტენა და 2 წყვილი სუსტი ყბა; თავის გვერდებზე მარტივი თვალები ან მათი ჯგუფებია განლაგებული. კლასში 750-მდე სახეობაა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 200-მდე გვხვდება. ხმელეთის ცხოველებია, ბინადრობენ ტენიან ადგილებში. სუნთქავენ ტრაქეებით, გამომყოფი ორგანოა წყვილი მალპიგის მილი. იკვებებიან წვნიანი მცენარეული ნარჩენებით, იშვიათად ცოცხალი მცენარეული ქსოვილებით. სასარგებლო ცხოველებია, ხელს უწყობენ მკვდარი ნარჩენების მინერალიზაციას, გუმიფიკაციას და ნიადაგ-წარმოქმნას. ზოგი აზიანებს ბოსტნეულს, კენკროვან მცენარეებს.

ორწყვილფეხიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Diplopoda

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 588, თბ., 1984