არგონავტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 82:
მარიანდენებიდან წამოსულმა არგონავტებმა გაიარეს კალიქოროსის შესართავი, მდინარე პართენიოსი და მიადგნენ სინოპეს. ამ ადგილას არგონავტებს შეხვდა სამი ძმა: [[დელიონი]], [[ავტოლიკოსი]] და [[ფლოგიოსი]], რომლებიც ამაძონებთან ლაშქრობისას ჩამორჩნენ [[ჰერაკლე (მითოლოგია)|ჰერაკლეს]]. ისინი არგონავტებს შეუერთდნენ და „[[არგო]]ს “ ნიჩბებთან განთავისუფლებული სამი ადგილი დაიკავეს.
 
მათ გაიარეს [[ამაძონები]]ს მიწა, ხალიბების ქვეყანა და კუნძულ არეტიასს მიადგნენ. აქ მათ შენიშნეს [[სტიმფალიდები]], რომელთაც ბასრი ფრთები ჰქონდათ. როდესაც ფრინველისაგან ნატყორცნმა ბასრმა ფრთამ დაჭრა [[ოილევსი]], არგონავტებმა [[ამფიდამასი]]ს რჩევით ხერხს მიმართეს – თავებზე მუზარადები ჩამოიფხატეს, გემი ფარებითა და შუბებით დაფარეს და საშინელი ყვირილი იწყეს. ფრინველებმა საიმედოდ დაცულ „არგოს“ ვერაფერი დააკლეს და სხვა ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი ნაპირს მიადგნენ, სადაც შეხვდნენ [[ფრიქსე]]სა და [[ქალკიოპე]]ს ვაჟებს: კიტისორეს, ფრონტისს, მელასსა და არგოსს, რომელთაგანც მინიებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძნელი იყო საწმისის წამოღება, რომელსაც მუდამ დარაჯობდა უკვდავი გველი[[გველეშაპი]]. მათგან ასევე გაიგეს, თუ რამდენად ძლიერი და მრისხანე იყო კოლხთა მეფე [[აიეტი]]. ფრიქსეს ვაჯებმა არგონავტებს დახმარება აღუთქვეს და ერთად განაგრძეს გზა. მათ ჩაუარეს ფილირისეს კუნძულს, მაკრონების, ბექირების, საპეირების, ბიძერების მიწას და კავკასიონის მთებს მიაღწიეს, სადაც [[პრომეთე]] იყო მიჯაჭვული. მათ არწივი იხილეს, რომელიც ტიტანისკენ მიფრინავდა და პრომეთეს კვნესაც შემოესმათ. მინიებმა მიაღწიეს მდინარე ფასისს, შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს.
 
==კოლხეთში ჩასვლა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგონავტები“-დან