პუმა: განსხვავება გადახედვებს შორის

9,904 ბაიტი დაემატა ,  11 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = პუმა
| სურათის ფაილი =CMM MountainLion.jpg
| სურათის წარწერა =
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
| არეალის რუკა = Wiki-Puma concolor.png
| არეალის რუკის წარწერა = გავრცელების არეალი
| არეალის რუკის სიგანე =
| არეალის ლეგენდა =
პუმა თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები იშვიათია, მაგრამ ბოლო ხანებში მათმა რიცხვმა იმატა.
 
ამერიკის კოლონიზაციამ და ქალაქების გაფართოებამ ხელი შეუწყო პუმების შევიწროებას. მათ დატოვეს ძველი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა კონტინენტის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ რჩება მათი გავრცელების ზონად. პუმა კარგად ცნობილი იყო [[ინდიელები]]სთვისაც. პუმაიგი ხშირად გვხვდება მათ კულტურაში.
 
=ევოლუცია=
პუმა ყველაზე დიდია მცირე კატების ქვეჯგუფიდან. ვარაუდობენ, რომ ეს ქვეჯგუფი წარმოიშვა აზიაში 11 მილიონი წლის წინ. ამ სფროში ცოდნის უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ნამარხებზე და მიტოქონდრიულ დნმ-ზე ჩატარებულ გამოკვლევებს.
 
უახლესმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანამედროვე [[ვეფხვისებრთა კატები|ვეფხვისებრი კატების]], [[ფოცხვერი|ფოცხვერის]], და პუმას წინაპრები ბერინგის ხიდის (რომელიც გამყინვარების პერიოდში ციმბირსა და ალასკას აერთებდა) საშუალებით ამერიკაში მოხვდნენ დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ.
მეცნიერების აზრით თანამედროვე პუმა და [[იაგუარუნდი]] ენათესავებიან [[აზია|აზიურ]] და [[აფრიკა|აფრიკულ]] [[ავაზა|ავაზებს]], მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გაურკვევლად რჩება. ერთი ვერსიის მიხედვით ავაზების ხაზი გამოეყო პუმებს ამერიკაში და თვითონ დაბრუნდა აზიასა და აფრიკაში. მეორე ვერსია კი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ამერიკაში მიგრაციამდე ავაზები ცალკე [[გვარი|გვარს]] წარმოადგენდნენ.
 
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილოამერიკულ პუმებს ერთმანეთთან ძლიერი გენეტიკური მსგავსება ახასიათებთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო გამყინვარების ხანის განმავლობაში პუმების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ხელახლა აითვისა სამხრეთიდან გადმოსული პუმების მცირე ჯგუფმა. თანამედროვე ჩრდილოამერიკული პუმები მათი შთამომავლები არიან.
[[Image:Cougar pounce.jpg|thumb|მიუხედავად სიდიდისა, პუმას მცირე კატებს მიაკუთვნებენ.]]
 
===ქვესახეობები===
1990 წლისთვის პუმების 32 ქვესახეობა იყო აღნიშნული, მაგრამ კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ბევრი მათგანი მეტისმეტად მსგავსია იმისთვის, რომ ცალკე ქვესახეობად იყოს მიჩნეული. დღესდღეისობით გამოყოფენ 6 ქვესახეობას, რომელთაგან 5 მხოლოდ [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] გვხვდება.
* [[Puma concolor cabrerae]]
* [[Puma concolor costaricensis]]
* [[Puma concolor anthonyi]]
* [[Puma concolor couguar]]
* [[Puma concolor concolor]]
* [[Puma concolor puma]]
 
==ბიოლოგია და ქცევა==
===ფიზიკური მახასიათებლები===
პუმა საკმაოდ მასიური და მოქნილი კატაა. ზრდასრული ინდივიდების სიმაღლე მხრებამდე 60-70 სმ-ს აღწევს, ხოლო საშუალო სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე კი 2.4, თუმცა შეიძლება 1.5-2.7 მეტრს შორის მერყეობდეს. მამრების საშუალო წონა 53-72 კილოგრამია, მდედრებში ეს მაჩვენებელი 34-38 კგ-მდე მცირდება. ყველაზე პატარა პუმები ეკვატორის სიახლოვეს გვხვდებიან, ყველაზე დიდები კი პოლუსებისკენ.
[[Image:Cougar sitting.jpg|thumb|left|[[შინაური კატა|შინაურ კატასთან]]მსგავსების მიუხედავად, პუმა ზრდასრული ადამიანის ზომისაა.]]
პუმას თავი მრგვალია, ყურები - წვეტიანი. მისი ძლიერი კისერი და ყბები ხელს უწყობს დიდი ნადავლის დაჭერასა და შეკავებას. განვითარებული ბრჭყალები და წინა ფეხები მორგებულია პუმას ნადირობის პრინციპს.
 
პუმა თითქმის [[იაგუარი]]ს ზომისაა, მაგრამ ნაკლებ კუნთოვანი და ძლიერია. როდესაც ამ ორი სახეობის გავრცელების ზონები ერთმანეთს კვეთს, პუმები საშუალოზე პატარები იზრდებიან. მიუხედავად იმისა, რომ [[ლეოპარდი]]სა და პუმას საშუალო წონა თითქმის ერთნაირია, ამ უკანასკნელს დიდ კატებს არ მიაკუთვნებენ, რადგან ვერ ღრიალებს. შინაური კატების მსგავსად, პუმები დაბალ, სისინის მაგვარ ხმას გამოსცემენ. ისინი ასევე ცნობილი არიან თავიანთი უცნაური ”ყვირილით”, თუმცა ამ ხმას ზოგჯერ სხვა ცხოველების ხმაში ურევენ.
[[Image:Puma concolor paw.jpg|thumb|პუმას უკანა თათი]]
პუმას ბეწვი ერთი ფერისაა, მაგრამ სხვადასხვა ინდივიდებში შეიძლება იცვლებოდეს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრიდან მოწითალომდე. ახალშობილებს ლურჯი თვალები და კუდის ბოლოს ზოლები აქვთ, ხოლო მათი ბეწვი დაწინწკლულია. [[მელანიზმი]]ს შემთხვევები პუმებში არასოდეს დაფიქსირებულა. ტერმინი ”[[შავი პანთერა]]” ხშირად გამოიყენება მელანისტურ კატებთან, ძირითადად იაგუარებსა და ლეოპარდებთან მიმართებაში.
 
პუმას საკმაოდ მოზრდილი თათები და პროპორციულად ყველაზე დიდი უკანა ფეხები აქვს კატების ოჯახში. ეს გრძელ დისტანციაზე ხტომის საშუალებას აძლევს. ყველაზე დიდ ნახტომად დაფიქსირებულია 5.4 მეტრი ვერტიკალურად, ხოლო ჰორიზონტალური ნახტომი შეიძლება 6-12 მეტრი იყოს. პუმა 55-72 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მაგრამ იგი ხტომისთვის უფროა ადაპტირებული, ვიდრე დიდ მანძილებზე დევნისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ პუმა წყალთან არ არის ასოცირებული, იგი კარგად ცურავს.
 
42

რედაქტირება