ნაკრძალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wilderness Area). სახელმწიფო ნაკრძალი არის ტერიტორია და აკვატორია, რომელიც მთლიანად ამოღებულია ჩვეულებრივი სარგებლობიდან კომპლექსის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
 
ნაკრძალი [[ბუნების დაცვა|ბუნების დაცვის]] ერთ-ერთი ფორმმააფორმაა. იგი კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს, კომპლექსებს თუ ბიოგეოცენოზებს. ნაკრძალში შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს; ამუშვებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შემოსანახავად, იშვიათად განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და სხვა.
[[საქართველო]]ში ამჟამად 20 ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი 159,900 ჰა შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა დიდძალ მასალას იძლევა ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები ქვეყნდება ნაკრძალის „შრომებში“, პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებად და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკრძალი“-დან