ორსაგდულიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ორსაგდულიანები''' (Bivalvia), უხერხემლოთა კლასი [[მო…
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ორსაგდულიანები''' (Bivalvia), [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] კლასი [[მოლუსკები]]ს ტიპისა. მათი სხეული ორსაგდულიან [[ნიჟარა]]შია მოთავსებული. ნიჟარის სიგრძე რამდენიმე [[მმ]]-დან 1,5 [[მ]] აღწევს, შედგება 3 (რქოვანი, ფაიგურისა და სადაფის) შრისაგან. მათი სხეული მანტითაა დაფარული. სხეულსა და მანტიას შორის არის მანტიის ღრუ, მუცლის მხარეზე — კუნთოვანი ფეხი. თავი არა აქვთ. სუნთაქევსუნთქავენ ლაყუჩებით. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, რომელიც საყლაპავ მილში გადადის, ეს უკანასკნელი კი — კუჭში. კუჭიდან იწყება ნაწლავი, რომელიც ანალური ხვრელით იხსნება გამომყვან სიფონთან. ორსაგდულიანები იკვებებიან პლანქტონით. ახასიათებთ ღია მიმოქცევა. ხურგისზურგის მხარეზე აქვთ სამსაკნიანი გული. გამომყოფი ორგანოა წყვილი თირკმელი. ორსაგდულიანების უმრავლესობა ცალსქესიანია, ახასიათებთ გარეგანი განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხებიდან გლოქიდიები იჩეკება. [[ნერვული სისტემა]] შედგება თავის, ტანისა და ფეხის ნერვული კვანძებისაგან. აქვთ აგრეთვე წონასწორობის ორგანო — სტატოცისტები და ქიმიური გრძნობის ორგანო — ოსფრადიები. ზოგ სახეობას მანტიის გვერდებზე თვალები აქვთ განვითარებული. კლასში 15 ათასი სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ და ზღვის წყლებში.
 
[[საქართველო]]ს მტკნარ წყლებში ორსაგდულიანებიდან საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული უკბილო ორსაგდულიანები; ორსაგდულიანების ზოგ სახეობას ([[ხამანწკები]], [[მიტილუსები]], [[ ზღვის სავარცხლურები]] და სხვა). საკმვებადსაკვებად იყენებენ. ზოგი უკბილო [[მარგალიტი]]ს მწარმოებელია, მისი ნიჟარისაგან ამზადებენ სადაფის ღილებს და სხვა ნივთებს; ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს. ასეთია, მაგ., [[გემის ჭია]], რომელიც აზიანებს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს.
==ლიტერატურა==
*''ყურაშვილი ბ.,'' უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;