კამარა: განსხვავება გადახედვებს შორის

7 ბაიტი დაემატა ,  13 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: qu:P'aqchi)
No edit summary
[[სურათი:Cloaca Maxima 2.jpg|thumb|160px|რომის კლოაკის ინტერიერი. კონსტუქციის აგება დაიწყო ძვ.წ. 600 წელს.]]
'''კამარა''' ([[ბერძნ.]] kamara), მრუდწრიული მოხაზულობის მზიდი სივრცული კონსტრუქცია, რომელსაც ახასიათებს განმბჯენი ძალვის წარმოქმნა და უმეტესად კუმშვაზე მუშაობა. განმჯენი ძალვა ჩვეულებრივ გადაეცემა შემკვრელს, კონტრფორსს, განივ კედელს და ა. შ. კამარის მასალად იყენებენ [[რკინაბეტონი|რკინაბეტონს]], ბეტონს, [[ქვა]]სა და ხეს. კამარის განივი კვეთი სწორხაზოვანი, დანაოჭებული ან მრუდწირულია. კამარა გვხვდება ცილინდრული, შეკრული, ჯვაროვანი, სარკული, აფრის ფორმის და გუმბათის სახით. კამარით ხშირად ხურავდნენ სამრეწველო, სასაწყობო და სასოფლო-სამეურნეო შენობებს.
[[სურათი:Barrel vault top force.jpg|thumb|160px|წვეტიანი ცილინდრული კამარა, ნაჩვენებია გვერდითი[[გამბრჯენი ძალები.]]]]
ძველ ქართულ ხუროთმოძღვერებაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ცილინდრული კამარა, რომელიც 2 პარალალეურ კედელს ან სვეტების მწკრივს ეყრდნობოდა. იყო აგრეთვე ვარსკვლავისებრი, ისრული (XVI-XVIII სს.) და შეკრული კამარები. უკანასკნელი შედგება სამკუთხა ელემენტებისაგან, რომლებიც კამარის წვეროში იყრიან თავს. შეკრული კამარა ზოგჯერ გუმბათს ცვლიდა (XVI ს.; [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] ძველი ეკლესია, [[ნინოწმინდა (ძეგლი)|ნინოწმინდის ტაძარი]]).