ფერისცვალება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტო…
 
No edit summary
ხაზი 1:
[[იესო ქრისტე|მაცხოვრის]] ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|12 უდიდეს დღესასწაულთა]] რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები [[მათე მოციქული|მათე]] (XVII, 1-13), [[მარკოზ მოციქული|მარკოზი]] (VI, 2-13) და [[ლუკა მახარებელი|ლუკა]] (IX, 28-36).
 
[[იესო ქრისტე|უფალმა]] თავის [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|მოწაფეთაგან]] გამოირჩია [[პეტრე მოციქული|პეტრე]], [[იაკობ მოციქული|იაკობი]] და [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] და მათთან ერთად [[თაბორის მთაზემთა]]ზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და„''და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ნათელი''“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი [[მოსე]] და [[ელია წინასწარმეტყველი]] იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაუგნებულმა [[პეტრე მოციქული|პეტრემ]] უნებლიედ წამოიძახა: „მოძღუარ„''მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ელიაისა''“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა [[მამა ღმერთი|ღვთისა]]: „ესე„''ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ისმინეთ''“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით„''აღდეგით და ნუ გეშინინ“გეშინინ''“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, [[მოსე]] და [[ელია თეზბიტელი|ელია]] აღარსად იყვნენ.
 
[[თაბორის მთაზემთა]]ზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფერისცვალება“-დან