ლუარსაბ II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
[[ფაილი:Luarsab II of Kartli.JPG|thumb|right|ლუარსაბ II]]
'''ლუარსაბ II''' (დ. [[1592]] — გ. [[1622]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1606]]-15 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა [[თბილისი|თბილისში]] მყოფმა [[აბას I|შაჰ აბას I-მა]] უეცრად გარდაცვლილი [[გიორგი X|გიორგი X-ის]] ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა [[ტაშისკარის ბრძოლა 1609|ტაშისკარის ბრძოლაში]] ([[1609]]). [[1610]] ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, [[1606]]-იდან კი [[ყიზილბაშები]] იდგნენ). [[1611]] ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. [[1612]] ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-მა]]. ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. [[1614]] დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ. [[1614]] ოქტომბერში ლუარსაბ II [[შადიმან ბარათაშვილისბარათაშვილი]]ს მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. შაჰმა ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
 
{{-}}
ანონიმური მომხმარებელი