ლუარსაბ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: fr:Louarsab II de Karthli
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Luarsab II of Kartli.JPG|thumb|right|ლუარსაბ II]]
'''ლუარსაბ II''' (დ. [[1592]] — გ. [[1622]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1606]]-15 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა [[თბილისი|თბილისში]] მყოფმა [[აბას I|შაჰ აბას I-მა]] უეცრად გარდაცვლილი [[გიორგი X|გიორგი X-ის]] ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა [[ტაშისკარის ბრძოლა 1609|ტაშისკარის ბრძოლაში]] ([[1609]]). [[1610]] ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, [[1606]]-იდან კი [[ყიზილბაშები]] იდგნენ). [[1611]] ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. [[1612]] ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-მა]]. ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. [[1614]] დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ. [[1614]] ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. შაჰმა ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
 
{{-}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_II“-დან