გიორგი III (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Георгий III
+ბმულები
ხაზი 36:
 
==შინა მდგომარეობა==
გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ფეოდალურო წარმოებიდან გამოძევებული ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების ბოლომოუღებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები. [[1177]] დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, [[ქავთარ ივანეს ძე|ქავთარ ივანეს ძე ]] და სხვები. ამბოხებულები თითქოსდა [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. [[1178]] დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს - [[ორბელები]] სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მ.მათ შ.შორის დიდი ნაწილი [[ყუბასარი|ყუბასარს]], რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს [[ამირსპასალარი|ამირსპასალარად]] დანიშნა. გიორგი III-მ ასევე "უგვარო", აზნაურის ნაყმევი [[აფრიდონი]] მსახურთუხუცესის[[მსახურთუხუცესი]]ს თანამდებობაზე დააწინაურა.
 
ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. [[1179]] მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ "სენის" აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, [[1178]] გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალი [[თამარი]]. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.