ორბელთა აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ორბელთა აჯანყება 1177-1178''', ქართველ დიდებულ ფეოდალთა აჯანყება მეფე [[გიორგი III|გიორგი III-ის]] წინააღმდეგ [[ორბელი, ივანე სუმბატის ძე |ივანე ორბელის]] ხელმძღვანელობით. აჯანყების მიზანი იყო გიორგი III-ის ძმისშვილის და ივანე ორბელის სიძის [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] გამეფება, მიზეზი - მეფის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკა, საბაბი - დემნა უდლისწულის ლიგიტიმური უფლებების დაცვა.
 
მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ [[ორბელები]], ივანე ვარდოსძე, შოთ - ძე ართავაჩოს ძისა; [[მეჯინიბეთუხუცესი]] ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელი გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე და სხვა. შეთქმულთა ლასქარში 3000-მდე კაცი იყო. მათ დემნა მეფედ აკურთხეს აგარის ციხეში. ფეოდალთა უმრავლესობამ მეფეს უერთგულა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ყივჩაღთა რაზმის უფროსმა ყუბასარმა და მეჯინიბეთუხუცესმა ჭიაბერმა. მეფის ლაშქარში იყვნენ დვალები და საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეთა მოლაშქრენი. გიორგი მეფის მოულოდნელად შეპყრობის გეგმა ჩაიშალა. მან თბილისში გამაგრება მოასწრო. ამან მემბოხეებში ყოყმანი გამოიწვია და მათ იწყეს მეფის მხარეზე გადასვლა, გიორგი III განდგონილებს დიდი პატივით იღებდა. თავდაპირველად მეფემ ამბოხებულებთან მოლაპარაკება მოინდომა, ჩანს, არ ჰქონდა გამარჯვების იმედი ან სისხლისღვრას მოერიდა, მაგრამ ივანე ორბელმა არ ისურვა. მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ივანე ორბელმა სამეფის გაყოფა მოითხოვა.
 
მეფემ აჯანყებულებს წაართვა ციხე-სიმაგრეები და ალყა შემოარტყა ლორის ციხეს. მეამბოხეებმა დახმარებისათვის მიმართეს შაჰ-არმენსა და აზერბაიჯანის ათაბაგს, მოსალაპარაკებლად გაგზავნეს ქართლის ერისთავი ლიპარიტი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი. მიუხედავად იმისა, რომ ლორის ციხის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აჯანყებლებს გარედან დახმარებამ ვერ მოუსწრო. აჯანყება დამარცხდა. დემნა უფლისწული ალშემორტყმული ციხიდან საბლით გადმოეშვა და პატიების სათხოვნელად მეფე-ბიძასთან გამოცხადდა. მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს ივანეს უმცროსი ძმა ქავთარი, მისი შვილი სუმბატი, დამნაშავეთა ნაწილი საქართველოდან განდევნეს. სასჯელი მეფემ დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა. მოღალატეთა თანამდებობანი და მამულები გიორგიმ თავის ერთგულთ დაუნაწილა.
 
მეფემ აჯანყებულებს წაართვა ციხე-სიმაგრეები და ალყა შემოარტყა ლორის ციხეს. მეამბოხეებმა დახმარებისათვის მიმართეს შაჰ-არმენსა და აზერბაიჯანის[[აზერბაიჯანი]]ს ათაბაგს, მოსალაპარაკებლად გაგზავნეს ქართლის ერისთავი ლიპარიტი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი. მიუხედავად იმისა, რომ ლორის ციხის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აჯანყებლებს გარედან დახმარებამ ვერ მოუსწრო. აჯანყება დამარცხდა. დემნა უფლისწული ალშემორტყმული ციხიდან საბლით გადმოეშვა და პატიების სათხოვნელად მეფე-ბიძასთან გამოცხადდა. მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს ივანეს უმცროსი ძმა ქავთარი, მისი შვილი [[სუმბატ ორბელი|სუმბატი]], დამნაშავეთა ნაწილი საქართველოდან[[საქართველო]]დან განდევნეს. სასჯელი მეფემ დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა. მოღალატეთა თანამდებობანი და მამულები გიორგიმ თავის ერთგულთ დაუნაწილა.
==ლიტერატურა==
*''ლორთქიფანიძე'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს აჯანყებები]]