სინანული: განსხვავება გადახედვებს შორის

1 447 ბაიტი დაემატა ,  12 წლის წინ
(- ივ. (არასწორი იყო))
 
=== რა არის საჭირო სინანულის საიდუმლოს შესასრულებლად ===
 
საჭიროა მხოლოდ, რომ ადამიანმა ღრმად შეიგნოს თავისი [[ცოდვა]], მტკცედ გადაწყვიტოს რომ აღარასოდეს გაიმერებს ამ ცოდვას და გულწრფელად აღიაროს ის მოძღვრის წინაშე.
 
:უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცდუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩუენნი და განწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩვუენ შორის. ''([[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] 1, 8-10)''
 
=== რიტუალი ===
მორწმუნე რამდენიმე დღის განმავლობაში [[მარხვა|მარხულობს]], ესწრება რელიგიურ ღვთისმსახურებას; ამ პერიოდში იხსენებს თავის [[ცოდვა|ცოდვებს]], გულწრფელად სწუხს, ინანიებს და შესთხოვს ღმერთს ცოდვების მოტევებასა და მოწყალებას. შემდეგ მიდის მღვდელთან, რომელიც არის საწიგნესთან, სადაც ასვენია [[მაცხოვრის ხატი]]. მორწმუნე დაუმალავად წარმოთქვამს, აღიარებს ყველა თავის ცოდვას ანუ ამბობს [[აღსარება|აღსარებას]]. ამის შემდეგ მღვდელი მას თავზე დაადებს ოლარს, წაიკითხავს შესანდობარ ლოცვას და მიუტევებს მას ცოდვებს [[იესო ქრისტე|იესო ქრისტეს]] სახელით.
 
=== ლიტერატურა ===
2 164

რედაქტირება