ოპოსუმისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =ოპოსუმისებრნი | სურათის ფაილი =Opossum 2.jpg | სურ…
(განსხვავება არ არის)

21:12, 12 მარტი 2009-ის ვერსია

ოპოსუმისებრნი (Didelphidae), ძუძუმწოვრების ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 8-50 სმ, მასა 1,6-5,7 კგ. აერთიანებს 12 გვარის 65 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ცხოვრობდნენ ტყეებსა და ჯაგნარში. უმთავრესად მეხეური, ზოგიერთი ნახევრად წყლის ცხოველია. აქტიურობენ შებინდებისას და ღამით. ნაირჭამიები ან მწერიჭამიები არიან. 12-16 დღეს გრძელდება. შობენ 18-მდე ნაშიერს, რომელთაც დედალი 70 დღემდე ჩანთით ატარებს. სანადირო ობიექტია (იყენებენ ხორცს). ჩრდილოამერიკული ოპოსუმს (Didelphis marsupialis) იყენებენ როგორც ლაბორატორიულ ცხოველს.

ოპოსუმისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Didelphidae

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 546, თბ., 1984