სავანის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''სავანის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ერთნავიანი ეკლესია [[საჩ...)
 
'''სავანის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ერთნავიანი [[ეკლესია]] [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სავანე]]ში. სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი - [[1046]] წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ [[ჰარაბა]]ს. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს [[სტოა]]-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის [[კანკელი]]ა, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX [[საუკუნე]]ში ძეგლის შეკეთების დროს. [[სამრეკლო]] XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.
 
[[კატეგორია:საჩხერის მუნიციპალიტეტისსაქართველოს ტაძრები]]
 
[[კატეგორია:საჩხერის მუნიციპალიტეტი]]
 
[[კატეგორია:საჩხერის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]