გნეუს მარციუს კორიოლანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
როდესაც 30 დღე გავიდა, მარციუსი ისევ დაბანაკდა რომთან. რომაელებმა მასთან ახალი ელჩობა გაგზავნეს დანდობის თხოვნით. მარციუსმა უარი უთხრა და 3 დღიანი ვადა მისცა რომ რომაელები მის პირობებს დათანხმებოდნენ. ამის შემდეგ სენატმა მარციუსთან ქურუმები გაგზავნა, მაგრამ იგი მაინც არ წავიდა დათმობებზე.
 
როდესაც რომაელებისთვის გამოუვალი სიტუაცია იყო [[პოპლიკოლა|პოპლიკოლას]] დამ ვალერიამ მიაკთხა მარციუსის დედას ვოლუმნიას და მეუღლეს ვერგილიას. ვალერიამ მათ სთხოვა ერთად წასულიყვნენ მრტის ბანაკში მარციუსთან და ეთხოვათ დანდობა. ვოლუმნია და ვერგილია დათანხმდნენ. ვოლუმნიამ დაარწმუნა ვაჟი უარი ეთქვა სამშობლოს წინააღმდეგ ლაშქრობაზე და დაეხია, მარციუსს დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და მართლაც დაიხია.
 
ანტიუმში დაბრუნების შემდეგ სახალხო კრებაზე ტულუსმა დაადანაშაულა მარციუსი ომის დამთავრებაში, ღალატში და ტირანიისკენ სწრაფვაში. მარციუსი ადგა რათა გასამართლებელი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ტულუსის მიერ წაქეზებული ხალხი ეცა მას და მოკლა.
 
როდესაც ეს ამბავი რომში შეიტყვეს, მარციუს არ გაუმართეს დასაფლავება, მაგრამ ცუდადაც არ იხსენიებდნენ, ხოლო ქალებს უფლება მისცეს 10 თვის მანძილზე სამგლოვიარო ტანსაცმელი ეტარებინათ, როგორც ამას ოჯახის წევრის დაღუპვისას შვრებოდნენ.
 
==ლიტერატურა==