გნეუს მარციუს კორიოლანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
მარციუსმა რომის კოლონიების და მოკავშირე ქალაქების რბევა დაიწყო. მას იმედი ჰქონდა რომ რომაელები გამოვიდოდნენ მოკავშირეების დასაცავად და გაიმართებოდა ბრძოლა. რომში კი ისევ არეულობა გრძელდებოდა, თან კონსულების არჩევნებიც ახლოვდებოდა და ამიტომ მათ ეშინოდათ ასეთ პირიბებში საომარი მოქმედებები დაეწყოთ. ასე გრძელდებოდა, სანამ მარციუსმა [[ლავინიუმი|ლავინიუმს]] არ შემოარტყა ალყა. ამან გააერთიანა რომაელები. ხალხმა მოისურვა მარციუსისთვის გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი ქალაქში დაბრუნება, ხოლო სენატი არ დაეთანხმა ამ აზრს.
 
როდესაც ამის შესახებ მარციუსმა გაიგო, იგი კიდევ უფრო განრისხდა. მან მოხსნა ლავინიუმის ალყა და დაბანაკდა დედაქალაქის სიახლოვეს. რომაელებმა მარციუსს ელჩობა გაუგზავნეს მოსალაპარაკებლად. ელჩებად მარციუსის ნათესავები აირჩიეს, მათ შესთავაზეს ქალაქში დაბრუნება, მაგრამ მარციუსმა ისინი ძალიან ცივად მიიღო და წამოუყენა ვოლსკების პირობები: რომაელებს უნდა დაებრუნებინათ მიტაცებული მიწები და მიეცათ ვოლსკებისთვის მოქალაქეობა.
 
==ლიტერატურა==