ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის ნაშრომში “«აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი «დედაბერას” მთაა, მას ებმის «კორტოხი” _ «ჯვარი”, მერე «ბზიხევი” «პერანგაზე” ადის და «დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ-იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, «მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე” .
 
იმერეთი იყოფა «ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა<ref>რ. თოფჩიშვილი; დ. შავიანიძე</ref>. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან დაწყებული ყვირილას[[ყვირილა]]ს და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა-ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.
==სახელწოდება==
ხაზი 13:
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
აკადემიკოს [[ალექსანდრე ჯავახიშვილი|ალ.ალექსანდრე ჯავახიშვილს]] რელიეფის მიხედვით ოკრიბა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად აქვს დაყოფილი. ოკრიბას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, კერძოდ, ამბროლაურის რაიონი, სამხრეთით - თერჯოლის რაიონი, აღმოსავლეთით - ჭიათურის რაიონი, ნაწილობრივ კი წყალტუბოს რაიონი დასავლეთით, «უკიდურესი დასავლეთი ქიმით" კი ქუთაისს ემიჯნება.
ოკრიბის მაქსიმალური გავრცელება 22 კილომეტრია ჩრდილოეთიდან სამხრეთით, 40 კილომეტრია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. საერთო სიგრძე 120 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მთლიანი ტერიტორია 463 კვადრატულ კილომეტრს აღემატება.
ხაზი 40:
ოკრიბის ციხეთა შორის თავის დანიშნულებით და მდებარეობით გამორჩეულია ცუცხვათის ციხე, რომელიც დგას «გოდოგანს ზეით, ცუცხვათის ხევზე", რომელიც «შეთხრით აღიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩღკა, ქართულსა უთ და უპყრავთ აწცა მათ". როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად მითითებულია, ცუცხვათის ციხე ბატონობდა მთელს ოკრიბაზე და წარმოადგენდა აღნიშნული რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს. ცუცხვათის გვერდით «მოხსენიებულია (ასევე იყო XV-XVI საუკუნეშიც) სოფელი «ოხომირა", რაც სიტყვა-სიტყვით იგივე უქიმერიონია. ცუცხვათის საციხისთავო დიდი ტერიტორია უნდა ყოფილიყო რიონისა, წყალწითელა-ჭიშურასა და ნაქერალას შუა. შეიძლება ამ საციხისთაოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგვიანევი მოწმობა იყოს, რომ აგიაშვილები ციხისთავთ-ციხისთავები არიან, ხოლო ოკრიბაში თავადი არავინაა და ოკრიბელნი მეფის ტალანი იყვნეს" (ნ. ბერძენიშვილი).
ვახუშტი «მიტლოკინის ციხეს" ასახელებს «საწირის წყალზე". ადგილობრივები ამ ციხეს «ოჯესტის ციხის" სახელით იხსენიებენ. იგი კარტოგრაფიულ რუკაზე წყალწითელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჭყეპშია აღნიშნული. «ოჯესტას" ახსნის დროს გათვალისწინებულია მეგრული «დოკინუა" _- დაკავება, შეკავება.
ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.
==ისტორია==
დღევანდელი ოკრიბა ისტორიულად და ეკონომიურად დაკავშირებულია იმერეთის უძველეს ცენტრ _ ქუთაისთან, ქუთაისის საერისთაოსთან, რომელიც «მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, საჩინო-სალომინაო-საჩიჯავაძო და საჯავახო). მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრები. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). თუმცა აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ისე ეთნოგრაფიული მასალები, ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ოკრიბის სოფლები: ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანოული, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა (ვახუშტი; «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში"; მთხრობელი ბ. ცირეკიძე, 72 წლის, 1994 წ.). ჩვენი მასალებით, «მხეიძის იყო მანდიკორი და ბობოთიც". მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი ნაწილობრივ. გარდა ცუცხვათისა, აგიაშვილებს მამულები ჰქონდათ ტყიბულში], სკიპსა და ვაშლარი მხარეში. ოკრიბაში, ჭყეპში, სოჩხეთში, გურნაში, ახალსოფელში, ძუყნურში. აგიაშვილებს ყმა-მამულები ჰქონდათ კისორეთშიც და ანტორიაშიც. ეთნოგრაფიული მასალებით, სოფელ ანტორიაში «ადგილობრივი ყიფიანი განაგებდა". აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ჩვენი მასალებით, ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.
XIX საუკუნიდან ოკრიბის რეგიონი სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლას განიცდის. ცხოვრების დონის აწევამ ერთგვარი გავლენა იქონია ეთნოგრაფიულ ყოფაზე. აღნიშნულმა მხარეში გამოიწვია მოსახლეობის ადგილგადანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს არა ერთი გვარის ისტორიული განსახლების ადგილის შეცვლას.რაც შეეხება ოკრიბულ გვარსახელებს და გვარის დანაყოფის სახელებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის ოკრიბაც გამოირჩეოდა მოსახლეობის მიგრაციის თვალსაზრისით. მიახლოებითი პროცენტული მიმართება რეგიონის მიგრირებული და ადგილობრივი მოსახლეობის (ე. ი. ისეთი გვარების, რომელთა მოსულობაზე გადმოცემა არაა _ დ.შავიანიძე) გვართა საერთო რაოდენობასთან ასეთია: რაჭიდან მიგრირებულებზე (ბუბაშვილი, აბუთიძე, ცირღილაძე, ჭელიშვილი (ადრინდელი გვარი ჭელიძე), ერაძე, კვირიკეიშვილი, ფორჩხიძე, ჩაფიძე, კაკალიაშვილი, იაშვილი, ცირეკიძე (ადრინდელი გვარი წულუკიძე, სხვა გადმოცემით ცისრეკიძე), ბიბილაშვილი ქურციკიძე, პატარიძე, ბაქრაძე, გაბრიჭიძე, კუბლაშვილი, ქასრაძე, ბოჭორიშვილი) მოდის დაახლოებით 14%; ლეჩხუმიდან მიგრირებულებზე (გოქაძე, გვენეტაძე (ადრინდელი გვარი კვენეტაძე), ასათიანი, მანაგაძე, კიკოლეიშვილი, მინდიაშვილი, მიქაუტაძე) 5%; სვანეთიდან (ხორხომელიძე, შალიკიანი (ადრინდელი გვარი ჩარკვიანი), ხერხაძე, ყიფიანი, სანდუხაძე, ბაბუხადია, მესხორაძე, გვეტაძე (ადრინდელი გვარი ქვეტიანი, სხვა გადმოცემით გველესიანი), სოფრომაძე, კორტი, ბაკურაძე, გაბრიაძე (ადრინდელი გვარი გაბლიანი), სირბილაძე (ადრინდელი გვარი გაბიანი), ჟორჟოლაძე (ადრინდელი გვარი ჟორჟოლიანი) 10,5%; დღევანდელი აფხაზეთიდან (ქაშიბაძეები, ლანჩავები, მაწკეპლაძეები, შარვაძეები) 4%; გურია-აჭარიდან მოსულებზე (ბაბუხადია, ლოსაბერიძე, კეზევაძე, ჭარხალაშვილი, გელაძე, ნინიძე, კოკელაძე, ქათამაძე, კაკალაძე, რიჟამაძე, ცეცხლაძე, ბასილაძე) 4,4% და 3,2%; ოკრიბაში დასტურდება აგრეთვე სამეგრელოდან (აშოთია, ჯინჯიხაძე, არჯევანიძე), იმერეთიდან (ხარატიშვილი, აბესაძე, გოგიჩაძე, ბარბაქაძე კუპრაშვილი, მარგველაშვილი, კუპატაძე, ჩუბინიძე, იამანიძე, სულიაშვილი, ლაფერაძე, ყვავაძე, მორჩაძე, გუბელაძე, მახვილაძე, ჯანგავაძე, ბანცაძე) 13% და აღმოსავლეთ საქართველოდან მიგრირებული გვარები (ბახუტაშვილი, ნანიკაშვილი, ტოფაძე, არსენიძე, მახარაშვილი, ლომთაძე, ჩიტიძე, ცქიფურიშვილი, დალალიშვილი, ბერეკაშვილი, ელიაშვილი).
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ოკრიბაში მიგრირებული მოსახლეობის წარმოდგენილი რეალობის ფონზე რეგიონში გავრცელებულ გვარსახელთა სუფიქსების მიახლოებითი პროცენტული მიმართება ასეთ სურათს იძლევა: -ძე სუფიქსით ბოლოვდება დაახლოებით 3,42%; -შვილი სუფიქსით 1,25%; -ვა სუფიქსით 0,04%; -უა სუფიქსით 0,015%; -ია სუფიქსით 0,23%; -ში სუფიქსით 0,015%; -იან სუფიქსით 0,02%; -ოვან სუფიქსით 0,03%; -ოვ სუფიქსით 0,07%. ოკრიბაში ფუძეგაუფორმებელი გვარების დაახლოებით 0,09% მკვიდრობს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკრიბა“-დან