კონსტანტინე I (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Константин I (царь Грузии)
+ბმული
ხაზი 1:
'''კონსტანტინე I''' (გ. [[ 1411]]), საქართველოს [[მეფე]] [[1407]]-[[1411]], [[ბაგრატ V | ბაგრატ V-ის]] ძე. [[1400]] თავისი ძმის, საქართველოს მეფის [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე | გიორგი VII-ის]] ([[1393]]-[[1407]]) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. [[1401]]-[[1402]] თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა [[თემურლენგი | თემურლენგს]]. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა ([[ყარა-ყოიუნლუ]]) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. [[1411]] ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.
 
{{დაიწყე ყუთი}}