ჰანზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: be:Ганза
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰანზა''' ([[გერმანული ენა|გერმ.]] Hanse, ძველ ქვ. გერმ. Hansa, სიტყვასიტყვით «ჯგუფი», «კავშირი», «ამხანაგობა») —ვაჭართა— ვაჭართა გილდიების სამხედრო-სავაჭრო კავშირი, რომელიც მე-13XII-17XVII საუკუნეების განმავლობაში [[ბალტიის ზღვა]]ზე, ნაწილობრივ [[ჩრდილოეთის ზღვა]]ზეც, და საერთოდ, [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთ ევროპაში]], სავაჭრო მონოლოპოლიას აწესებდა და მართავდა .
 
== ისტორია ==
 
ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო კავშირი XIV-XVII სს-ში, ფორმალურად 1669 წლამდე. იგი მემკვიდრე იყო გერმანელ ვაჭართა საზღვარგარეთული გაერთიანებისა. [[1157]] წელს ლონდონში დაარსდა [[კელნის ვაჭართა ჰანზა]], რომელიც 1281-82 [[ჰამბურგი]]სა და [[ლიუბეკი]]ს ჰანზებს შეუერთდა გერმანიის (ჰანზის) სახელწოდებით. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა კუნძულ [[გოტლანდი]]ს ამხანაგობას (ცენტრი [[ვისბიუ]]). XIII საუკუნიდან ჰანზის სათავეში მოექცნენ გერმანული ქალაქები, რომლებიც ემყარებოდნენ გერმანული კოლონიზაციის წარმატებებს აღმოსავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნებსა და [[ბალტიისპირეთი|ბალტიისპირეთში]] და გერმანიის რაინდული ორდენების და სამხედრო ძლიერებას, ჰანზის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ქალაქი ლიუბეკი. აქვე იმართებოდა ჰანზის ყრილობები. 1356-58 დასრულდა ჰანზის ჩამოყალიბება, მაგრამ კავშირი საბოლოოდ გაფორმდა 1367-70 წწ [[დანია|დანიის]] წინააღმდეგ ჰანზის ძლევამოსილი ომის შემდეგ. [[შტრალზუნდის ზავი]]თ 1370 ჰანზამ ფართო სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა. თავისი აყვავების ხანაში (XIV საუკუნის მეორე ნახევარში და XV საუკუნის დამდეგი) ჰანზა აერთიანებდა ჩრდილოგერმანიისა და საზღვარგარეთის ასზე მეტ ქალაქს, მათ შორის [[ბალტიისპირეთი]]ს ქალაქებს: რეველს ([[ტალინი]]), დერპტს ([[ტარტუ]]), [[რიგა]]ს და სხვა. ჰანზა გაბატონებული იყო [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთისა]] და [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვებზე]], იგი მონოპოლიურ საშუამავლო ვაჭრობას აწარმოებდა ჩრდილო, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
 
სავაჭრო ურთიერთობათა სისტემაში ჰანზის მთავარ საყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ მისი უცხოური კანტორები ევროპის ძირითადად მაწარმოებელ რეგიონებში - [[ბრიუგე]]ში ([[ფლანდრია]]), [[ნოვგოროდი|ნოვგოროდში]], [[ლონდონი|ლონდონში]], [[ბერგენი|ბერგენში]], ([[ნორვეგია]]), [[ვენეცია]]ში და სხვა.
 
ჰანზის სამხედრო ძალები შედგებოდა ცალკეული ქალაქების ფლოტისა და ჯარებისაგან. ქალაქებში ხელისუფლება სავაჭრო პატრიციატის ხელში იყო. ჰანზა ხელს უწყობდა ევროპის დასავლეთსა და ცენტრში საფეიქრო და სამთამადნო მრეწველობის განვითარებას, მაგრამ ამავე დარგების განვითარებას აფერხებდა აღმოსავლეთ ევროპაში და ზღუდავდა ადგილობრივი ეროვნული ვაჭრობის საქმიანობას; ჰანზის ეკონომიკურ და პოლიტიკური ძლიერება საგრძნობლად შეირყა XV საუკუნეში, ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა: ინგლისელ და ჰოლანდიელ ვაჭართა კონკურენცია, რომელთაც ზურგს უმაგრებდა ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო ხელისუფლება, მეტოქეობა ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიის ქალაქებს შორის, კონფლიქტები ჩრდილოეთ გერმანულ სამთავროებთან და სხვა. XVI საუკუნეში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა არსებითი ცვლილებები გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო სტრუქტურაში და ჰანზამ საბოლოოდ დაკარგა თავისი ჯერ ეკონომიკური, მერე კი პოლიკური მნიშვნელობა.
 
ჰანზის ბოლო ყრილობაზე [[1669]] წელს მხოლოდ ექვსი ქალაქი მონაწილეობდა.
 
 
[[კატეგორია:ევროპის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰანზა“-დან