რიჩარდ სტოლმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
'''რიჩარდ მეთიუ სტოლმანი''' ([[ინგ.]]Richard Matthew Stallman) (დ.[[16 მარტი]], [[1953]]), არის [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკელი]] [[თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა|თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის]] [[აქტივისტი]], [[ჰაკერი]], და [[პროგრამისტი]]. 1983 წლის 27 სექტემბერს მან დააარსა [[GNU|პროექტი GNU]], რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი [[იუნიქსი|იუნიქს-მაგვარი]] [[ოპერაციული სისტემა|ოპერაციული სისტემის]] შექმნას, ამავდროულად იგი გახდა ამავე პროექტის მთავარი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. [[GNU|პრექტ GNU]]-ს დაარსებისთანავე მან წამოიწყო [[მოძრაობა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისათვის]], ხოლო [[1985]] წელს მან დააარსა ორგანიზაცია [[Free Software Foundation]].
 
სტოლმანმა პირველმა ჩამოაყალიბა ლეგალური კოპირების კონცეფცია და არის რამოდენიმე ლიცენზიის მთავარი ავტორი ლეგალური კოპირების შესახებ, მათ შორის [[GNU General Public License]]-ის, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტოლმანი დროის უმეტეს ნაწილს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროპაგანდირებას უთმობდა, და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა მწარმოებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის [[პატენტი|პატენტირებას]], რაც [[საავტორო უფლებები|საავტორო უფლებების]] გადამეტებად მიაჩნდა.