ავაზა: განსხვავება გადახედვებს შორის

82 ბაიტი წაიშალა ,  11 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(696576 ცვლილების გაუქმება Salo o-ის მიერ (განხილვა))
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის
და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.
მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის [[ლეოპარდთან|ლეოპარდი]] შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.
ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის [[მუტაციაც|მუტაცია]]: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს”
უწოდებენ.
ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია.
განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას,
რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.
სხვა [[დიდი კატებისაგან|დიდი კატები]] განსხვავებით გეპარდს ღრიალი არ შეუძლია. ის მაღალ, ყვირილს მსგავს ბგერებს გამოსცემს.
ავაზა საკმაოდ მგრძნობიარე სახეობაა. მას უჭირს ახალ გარემოსთან [[ადაპტაცია]] და ტყვეობაში თითქმის ვერ
მრავლდება. მასზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობის გარდა, გეპარდს საცხოვრებლისა და საკვების დაკარგვის საფრთხეც ემუქრება.
42

რედაქტირება