ტრიასული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
{{ტრიასული}}
{{მუშავდება|ცანგალა}}
'''ტრიასული სისტემა (პერიოდი)''', [[მეზოზოური ჯგუფი]]ს რიგით პირველი [[სისტემა (გეოლოგია)|სისტემა]] (გეოლოგიური წელთაღრიცხვის მეზოზოური ერის პირველი ჯგუფის პერიოდი). აბსოლუტური გეოლოგოგიური ქრონოლოგიით ტრიასული სისტემა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 35 მლნ. წელი. ტრიასული სისტემა იყოფა სამ [[სექცია (გეოლოგია)|სექციად]], დასავლეთ ევროპაში ამ სექციებს, ძირითადად გერმანიის აუზის ფარგლებში, უწოდებენ ბუნტზანდშტაინს (ჭრელი ქვიშა), (მუშელკალკს) (ნიჟარიანი კირქვა) და კოიპერს. სართულებად დაყოფა რწგიონებისრეგიონების მიხედვით მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.
==ლიტერატურა==
 
ტრიასული სისტემის დასაწყისში აღინიშნება ზღვის მნიშვნელოვანი რეგრესია, რომელიც მალე ტრანსგრესიით შეიცვალა. მან მაქსიმუმს მიაღწია გვიანდელ ტრიასულ ეპოქაში; ამავე ეპოქაში ამავე ეპოქაში შეიმჩნევა ყველაზე ინტენსიური ტექტონიკური მოძრაობები. [[შუა ტრიასული ეპოქა|შუა]] და [[ქვედა ტრიასული ეპოქა|გვიანდელ ტრიასულ]] [[ეპოქა (გეოლოგია)|ეპოქებში]] წყნარი ოკეანის პერიფერიაზე აღნიშნულია ინტენსიური ფუძე ვულკანიზმი. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ფაუნაში - გაჩნდა ბელემნიტები, წყლის პირველი რეპტილიები, მცირე ზომის პირველი [[ძუძუმწოვრები]]. მცენარეთაგან ჭარბობდნენ [[გვიმრები]], [[გინკგოსნაირნი]] და [[წიწვიანები]].
 
ტრიასული სისტემის ნალექები მეტ-ნაკლებად ყველა კონტინენტზეა ცნობილი. [[საქართველო]]ში ტრიასული სისტემის ნალექებს მიეკუთვნება დიზის წყების ზედა ნაწილები ([[სვანეთი]], [[კახეთის კავკასიონი]]).
 
ტრიასული სისტემის ნალექებთან დაკავშირებულია [[ქვანახშირი]]ს (ყოფილი [[სსრკ]], [[აშშ]], [[იაპონია]], [[ავსტრალია]] და სხვა, [[ნავთობი]]სა და [[აირი]]ს (ყოფილი სსრკ, [[დიდი ბრიტანეთი]], აშშ და სხვა), [[ალმასი]]ს (ყოფილი სსრკ), [[ურანი]]ს (აშშ), [[ქვამარილი]]ს (ცენტრალური ევროპა), [[მარმარილო]]ს ([[იტალია]] —[[კარარა]]) და სხვა საბადოები.
==ლიტერატურა==
*ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
*[[ქსე]], ტ. ,10 გვ. 46-47, თბ., 1986
 
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]