პერმული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

დამატება
(დამატება)
{{მუშავდება|ცანგალა}}
'''პერმული სისტემა (პერიოდი)''', [[პალეოზოური ჯგუფი]]ს უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს [[კარბონული სისტემა|კარბონულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[მეზოზოური ჯგუფი]]ს (ერის) [[ტრიასული სისტემა| ტრიასულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო მერჩისონმა 1841 წელს რუსეთის ვაკეზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.
 
პერმულ პერიოდში გამოვლინდა [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის მცენარეთა და ცხოველთა როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.
 
პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვანახშირის, ნავთობის, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები.[[ საქართველო]]ში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის [[სვანეთი|სვანეთში]] (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).
==პერმული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა==
{| class=wikitable border="1" cellspacing="0" cellpadding="3"
 
==ლიტერატურა==
* ''ჯანელიძე ა.,'' ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963
 
*''ხუციშვილი ო.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 31, თბ., 1984
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]
[[ar:عصر برمي]]