სიდჰართა გაუტამა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ბიოგრაფია==
===დაბადება და უფლისწულობა===
ძველი ბუდისტური წყაროების თანახმად, მომავალი ბუდა დაიბადა ქალაქ [[ლუმბინი]]ში, თანამედროვე [[ნეპალი]]ს ტერიტორიაზე, კშატრულ ტომ შაკიების მეფის ოჯახში. ლეგენდის თანახმად სიდჰართას დაბადებამდე, მის დედას ჰქონდა თეთრი [[სპილო]]ს ხილვა, რაც მიმანიშნებელი იყო მისი ვაჟის განსაკუთრებულობაზე. სიდჰართჰა დაიბადა მაისში, სავსე მთვარის დროს, ბუდისტურ სამყაროში მისი დაბადების დღე ფართოდ აღინიშნება. ლეგენდის თანახმად დედამისი მშობიარობისას გარდაიცვალა.
 
თუმცა უფრო ადრეული ისტორიული წყაროების თანახმად შაკიამუნი დაიბადა არა სამეფო, არამედ არისტოკრატიულ ოჯახში, მეომრების კასტიდან, მცირე რესპუბლიკა შაკაში. მის მამას ერქვა შუდხოდანა, ხოლო დედის სახელი უფრო გვიანდელ წყაროებში გაჩნდა - მაიადევი (მაჰამაია).
 
ახალდაბადებულ სიდჰართას სხეულზე ამოაჩნდა დიდი ადამიანის 32 მაჩვენებელი. წინასწარმეტყველმა ასიტამ უთხრა ამის შესახებ მეფეს, რომ პატარა ან დიდი მეფე ან დიდი წმინდანი გახდება. მამას სურდა რომ შვილი დიდი მეფე გამხდარიყო და შესაბამისად ზრდიდა. სიდჰართჰას არიდებდნენ ყველაფერს, რასაც შეეძლო მისი დამწუხრება.
 
სიდჰართასიდჰართას ბავშვობა და სიყმაწვილე უზრუნველი იყო. იგი 16 წლის იყო, როდესაც მამამ მამას შერთო ცოლად იასოდჰარა. მალე მათ ვაჟი [[რაჰული]] ეყოლათ.
 
==მოძღვრება==
14 352

რედაქტირება