სიდჰართა გაუტამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ty:Buddha
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Bouddha Bhûmisparsha-Mudra 2.JPG|thumb|300px|ბუდას ბრინჯაოს ქანდაკება ლაოსიდან]]
'''სიდჰართა გაუტამა''' ([[სანსკრიტი]] सिद्धार्थ गौतम, [[პალი]] Siddhattha Gotama; დაახ. [[ძვ. წ. 563]] - [[ძვ. წ. 483]]) — ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და [[ბუდიზმი]]ს დამაარსებელი. იგი ასევე ცნობილია როგორც '''შაკიამუნი''', ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრების აღწერები მისი წასვლის შემდეგ დაახლოვებით 300 წლის მერე დაიწერა.
 
ბუდა შაკიამუნის პირველი ცხოვრების აღწერა მოცემულია [[სუტრა]] Majjhima Nikaya-ში, პალიზე, რომელიც შედის [[ტრიპიტაკა]]ში. თუმცა ამ სურტიდან შეუძლებელია ბუდას ცხოვრებაზე რაიმე წარმოდგენის მიღება, იგი ძალიან წყვეტილ ცნობებს იძლევა. პირველი შედარებით სრული ბიოგრაფიები დაიწერა [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში.
 
==ბიოგრაფია==
===დაბადება და უფლისწულობა==
ძველი ბუდისტური წყაროების თანახმად, მომავალი ბუდა დაიბადა ქალაქ [[ლუმბინი]]ში, თანამედროვე [[ნეპალი]]ს ტერიტორიაზე, კშატრულ ტომ შაკიების მეფის ოჯახში. ლეგენდის თანახმად სიდჰართას დაბადებამდე, მის დედას ჰქონდა თეთრი [[სპილო]]ს ხილვა, რაც მიმანიშნებელი იყო მისი ვაჟის განსაკუთრებულობაზე. სიდჰართჰა დაიბადა მაისში, სავსე მთვარის დროს, ბუდისტურ სამყაროში მისი დაბადების დღე ფართოდ აღინიშნება.