პალეოგენური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|ცანგალა}}
{{პალეოგენური}}
'''პალეოგენური სისტემა (პერიოდი)''', ''პალეოგენი'' ([[პალეო...]] და[[ ...გენი]]), [[კაინოზოური ჯგუფი]]ს რიგით პირველი სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის კაინოზოური ერის პირველი პერიოდი). მოსდევს [[ცარცული სისტემა|ცარცულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[ნეოგენური სისტემა|ნეოგენურ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოგენური სისტემა დაიწყო 67 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 42 მლნ. წელი. პალეოგენური სისტემა იყოფა სამ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად (ქვესექცია, სართული) დანაწილების ერთიანი სქემა არ არსებობს. სახელწოდება შემოიღო გერმანელმა გეოლოგმა კ. ნაუმანმა 1866 წელს.
 
პალეოგენურ პერიოდში აღინიშნებოდა მძლავრი ტექტონიკური მოძრაობანი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში გრძელდებოდა კორდილიერებისა და ანდების დანაოჭება და აზევება (ჩრდილოეთში [[ეოცენური ეპოქა|ეოცენურ ეპოქამდე]], ხოლო სამხრეთში [[ოლიგიცენური ეპოქა|ოლიგიცენურ ეპოქამდე]]), რომელთა გარშემო მთისწინა როფებში გროვდებოდა ზღვიური და კონტინენტური წარმოშობის დიდი სისქის ვულკანოგენური და ტერიგენული წყებები. შორეულ აღმოსავლეთში ვითარდებოდა წყნაროკეანური გეოსინკლინური სარტყელი. ევროპასა და აფრიკის შუა, აგრეთვე აზიის სამხრეთ ნაწილში არსებობდა ვრცელი გეოსინკლინური სისტემა, რომელიც პირებეებიდან ბირმამდე ვრცელდებოდა. პალეოგენური პერიოდის გეოსინკლინური აუზებისათვის დამახასიათებელია ფლიშის, ხოლო ოლიგოცენიდან კი ზღვიური მოლასების ჩამოყალიბების პროცესი; ხმელთაშუა ზღვის აუზში დაილექა მასიური ნუმულიტებიანი და ლეპიდოციკლინებიანი კირქვები. პალეოგენური პერიოდის მეორე ნახევარში დანაოჭებისა და მთათწარმოშობის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაჩნდა მრავალი მთიანი კუნძული. აღმოსავლეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა გრაბენების ვრცელი მერიდიანული სისტემა. ამ სისტემის შემომფარგვლელ რღვევათა გასწვრივ გამოვლინდა ძლიერი ბაზალტური ვულკანიზმი. ვულკანიზმი გამოვლინდა აგრეთვე მცირე აზიაში, ბალკანეთის ნაკევარკუნძულზე, გრენლანდიაში, იაპონიაში, კამჩატკაზე, პრიმორიეში, ამიერკავკასიაში. პალეოგენურ პერიოდში მიმდინარე ეპეიროგენულმა მოძრაობებმა ბაქნებზე გამოიწვია რეგრესიები და ტრანსგრესიები. ტრანსგრესიებმა მაქსიმუმს ეოცენის ბოლოს მიაღწია. ბაქნებზე ოლექებოდა კარბონატული შლამები, გლაუკონიტიანი და კვარციანი ქვიშები, ოპოკები, ტრეპელები, სპონგოლითები, აგრეთვე თიხები. ოლიგოცენდროინდელ აუზებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ილექებოდა მერგელის, დოლომიტისა და ანკერიტის კონკრეციების შემცველი მუქი თიხები.[[ ატლანტის ოკეანე|ატლანტის]], [[წყნარი ოკეანე|წყნარი]] და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის]] ოკეანეების ფსკერზე კარბონატული, უფრო იშვიათად კი ტერიგენული შლამები გროვდებოდა. კონტინენტური ნალექებიდან აღსანიშნავია ნახშირიანი და წითელი ფერის ნალექები.
==ლიტერატურა==