ესქატოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
 
==ეგვიპტური ესქატოლოგია==
[[File:Osiris_Book_of_the_Dead.jpg|thumb|200px|right|ოსირისი იღებს მიცვალებულთა სულებს, ”მკვდარტა წიგნი”]]
 
[[ეგვიპტე|ეგვიპტური]] ესქატოლოგია მნიშვნელოვნად განვითარებულია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს იდეა “სრულყოფილ და უსასრულო სიცოცხლეზე [[ოსირისი|ოსირისთან]] ერთად”, რაც სიკვდილის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ყველა ეგვიპტელისთვის. სიკვდილის შემდეგ სული გადის [[სამსჯავრო]]ზე ([[მკვდართა წიგნი]], 125 თავი). ადამიანის სულის განიკითხვა მოიცავს მის პირად, სოციალრ და რელიგიურ მოვალეობათა სფეროებს. გარდაცვლილმა უნდა შესძლოს უარყოს თავისი ბრალი 42 კატეგორიის [[ცოდვა]]ში. ამის შემდეგ მისი გული ([[სინდისი]]ს სიმბოლო) უნდა აიწონოს სიმართლის და ჭეშმარიტების ქალღმერთ [[მაატი]]ს ხატებასთან. სამსჯავროს წარმატებით განვლის შემდეგ სული იწყებს ხანგრძლივ მოგზაურობას. ამ გზაზე სულს მრავალი განსაცდელი ელოდება. მათი გადალახვა დამოკიდებულია იმ მაცოცხლებელ ძალასა და სიბრძნეზე, რომელიც სულმა შეიძინა სიცოცხლის განმავლობაში. მას აგრეთვე ეხმარებიან დედამიწაზე დარჩენილი ახლობელი ადამიანები, რომლებიც უვლიან მის სხეულს, ლოცულობენ და სწირავენ მის სახელზე. სულმა ბოლოს უნდა მიაღწიოს აალუს ნაყოფიერ მინდვრებს, სადაც მას ელოდება სრული [[ნეტარება]]. აღსანიშნავია, რომ ამ ნეტარების მიღწევა ღმერთ ოსირისთან არ ნიშნავს [[პანთეიზმი|პანთეისტურ]] ღვთაებად გადაქცევას, ან [[ინდივიდუალურობა|ინდივიდუალურობის]] დაკარგვას. ეგვიპტური ესქატოლოგია ნაკლებად გასაგებად აღწერს იმ სულთა განგებას, რომლებიც ვერ გადალახავენ სამსჯავროს. “მეორე სიკვდილი” შესაძლოა აღნიშნავდეს მათ განადგურებას. თუმც ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სულები არსებობას აგრძელებენ წყვდიადში, რაც მათ მიერ სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვათა საზღაურს წარმოადგენს. “[[მკვდართა წიგნი]]”-ს თანახმად არსებობს კურთხეულ სულთა ნეტარების სხვადახვა დონე. შესაბამისად, არსებობს დაღუპულ სულთა სასჯელის სხვადასხვა ხარისხიც.
 
 
==ბმულები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესქატოლოგია“-დან