ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. [[1917]] წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. [[XX საუკუნე| XX საუკუნის]] 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. [[2002]] წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის.
 
ცაგერისა და ქვემო სვანეთის ახლადდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის მონასტრის წინამძღვარი [[არქმინადრიტიარქიმინადრიტი]] [[სტეფანე (მეუფე)|სტეფანე]] კალაიჯიშვილი.
 
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]