ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
== ისტორია ==
 
ისტორიულ წყაროთა უწყებით ჩვენს ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ეს მხარე თავიდანვე [[მცხეთა|მცხეთის]] საყდრის იურისდიქციაში, ხოლო [[აფხაზეთი]]ს საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. [[1810]] წელს [[იმერეთის სამეფო]]ს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი ოთხამდე შემცირდა. [[1821]] წლის [[რუსეთის სინოდი]]ს 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - [[იმერეთის ეპარქია]]. [[1917]] წელს საქართველოს ეკლესიის [[ავტოკაფალია|ავტოკაფალიის]] აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა. ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ცალკე ეპარქიებად გამოყოფის შემდეგ, [[1995]] წლიდან მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი [[მიტროპოლიტი]] კონსტანტინე მელიქიძე ითავსებდა, [[1998]] წლის 8 ოქტომბრიდან მას მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მართავდა, ხოლო [[200]]2 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს [[მიტროპოლიტი დანიელი (მეუფე)|დანიელ]] დათუაშვილს.
 
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]