ზეთით ფერწერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eo:Oleo-pentrado
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Portrait of Dr. Gachet.jpg|thumb|240px|"[[ექიმი გაშეს პორტრეტი]]", [[ვინსენტ ვან გოგი]].]]
'''ზეთით ფერწერა''', [[ფერწერა|ფერწერის]] სახეობა, ზეთის საღებავებით ხატვა. ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად დაგრუნტულ ტილოზე, აგრეთვე მუყაოზე, ხეზე, ლითონზე, საგანგებოდ მომზადებულ შელესილ კედელზე (მონუმენტური ფერწერა). სხვა საღებავებთან შედარებით ზეთის საღებავები ქმნიან მოცულობისა და პერსპექტივის კარგ ილუზიას, ტონის სიღრმეს, ფერების სიმდიდრეს. მონასმები შეიძლება იყოს გაუმჭვირვალი, გამჭირვალე, რელიეფური და გლუვი. XIX საუკუნამდე ზეთით ფერწერა ლაქშერეული საღებავის რამდენიმე ფენად დადებისა და შემდეგ სურათის ზედაპირის გალაქების ტექნიკას ემყარებოდა. XIX საუკუნიდან ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად ალა პრიმას ტექნიკით (სურათის ან მისი ფრაგმენტის დახატვა ერთ სეანსზე). XV საუკუნის I მესამედში ზეთით ფერწერა ფართოდ იყო გავრცელებული დაზგულ ფერწერაში. [[იან ვან ეიკი|იან ვან ეიკმა]] დახვეწა ზეთით ფერწერის ტექნიკა, რამაც ხელი შეუწყო მის შემდგომ განვითარებას. XVI საუკუნიდან ეს ტექნიკა წამყვანია ფერწერაში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზეთით_ფერწერა“-დან