ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და [[ექვთიმე გაენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] სასტიკად ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ ეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება მიანიჭა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:
 
* დავით წერეთელი ([[1845]]-[[1853]] წწ.);
* ევდემონ წულუკიძე (1853-[[1856]] წწ.);
* გერმანე გოგოლაშვილი (1856-[[1860]] წწ.);
* წმინდა მღვდელმთავარი [[გაბრიელ ქიქოძე]] (1860-[[1896]] წწ.);
* ბესარიონ დადიანი (1896-[[1900]] წწ.)...
* გიორგი ალადაშვილი ([[1917]] წლამდე).
 
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:
 
1.* მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-[[1918]] წწ.);
2.* მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (წმინდანად შერაცხილი) (1918-[[1924]] წწ.);
3.* მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე ([[1925]]-[[1930]] წწ.);
4.* მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-[[1935]] წწ.);
5.* მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე ([[1937]]-[[1943]] წწ.);
6.* მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე ([[1944]]-[[1953]] წწ.);
7.* მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-[[1955]] წწ.);
8.* მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე ([[1957]]-[[1969]] წწ.);
9.* მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი ([[1971]]-[[1974]] წწ.);
10.* მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ([[1978]]-[[1981]] წწ.);
11.* მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-[[1983]]).
 
ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს [[მიტროპოლიტი]] [[კალისტრატე (მეუფე)|კალისტრატე]] მარგალიტაშვილი.