პეტრიწონის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==ისტორია==
მონასტერი [[1083]] წელს დააფუძნა უფლისწულმა [[გრიგოლ ბაკურიანის ძე]]მ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს [[ტიპიკონი]] ქართულ და ბერძნულ ენებზე.
 
კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და [[წმინდა გიორგი]]ს ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პატრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა [[იოანე პეტრიწი]], რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას [[1204]] წელს მონასტერი [[ჯვაროსნული ომები|ჯვაროსნებმა]] დაარბიეს და გაძარცვეს.
 
ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე [[ივანე ალექსანდრე]], რაც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი [[ოსმალეთის იმპერია|თურქების]] ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვულ და განადგურებულ იქნა, თუმცა მე-15 საუკუნეში ისევ აღადგინეს. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.
 
მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-თურქეთის ომის]] ([[1877]]-[[1878]]) დროს [[რუსეთი]]ს არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.
 
შემონახულია [[1311]] წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის [[გუმბათი]]ს ჯვარს ქართული წარწერა აქვს.
 
==რესურსები ინტერნეტში==