ტომას კრანმერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
== ადრეული წლები (1489–1527) ==
[[ფაილი:Thomas-Cranmer-ez.jpg|thumb|right|220px|ტომას კრანმერი]]
კრანმერი დაიბადა [[1489]] წელს [[ასლოკტონი|ასლოკტონში]], [[ნოტინგემშეა]], ინგლისი. მისი მშობლები ტომასი და აგნესა მოკრძალებული მდიდარი ხალხი იყო, რომლებიც არისტროკრატთა წრიდან არ იყვნენ. მამული და ქონება მთლიანად მათ უფროს ვაჟს ჯონს დარჩა, იმის გათვალისწინებით, რომ ტომასი და მისი უმცროსი ძმა ედმუნდი, სასულიერო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. კრანმერის ადრეულ სასწავლო პერიოდზე ცნობები არ მოიპოვება და იგი ამჟამად კვლავ უცნობი რჩება. მან სავარაუდოდო დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. როდესაც იგი 14 წლისა შეიქნა, ორი წლის შემდეგ მამის გარდაცვალებისა, იგი ახლად შექმნილ იესოს კოლეჯში გააგზავნეს, რომელიც ქემბრიჯში მდებარეობდა. აქ მან დაჰყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი 8 წელი, მან ამ დროში მოასწრო აეღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, შეესწავლა ლოგიკის საფუძვლები, კლასიკური ლიტერატურა და ფილოსოფია. სწავლის დროს იგი აგროვებდა შუასაუკუნეების სამეცნიერო წიგნებს, რომელთაც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. ოსტატის ხარისხის მისაღებად მან განსხვავებული სწავლების კურსი გაირა, კერძოდ შეისწავლა ისეთი ჰუმანისტები როგორებიც არიან [[ჯაქის ლეფევრე დეტაპლესი]] და [[ერასმუსი]]. მან ეს კურსი შეუფერხებლად, 3 წელიწადში გაიარა. მალევე ხელოვნების ოსტატის ხარისხის აღების შემდეგ, იგი იესოს კოლეჯის საძმოში გააწევრიანეს.
 
ამის შემდეგ მან ცოლად შეირთო ქალი, სახელად ჯოანა. რადგანაც იგი აქამდე მღვდელი არ იყო, იძულებული გახდა საძმო დაეტოვებინა. რათა უზრუნველყო თავისი ოჯახი მან ლექციების კითხვა დაიწყო სხვა კოლეჯში. როდესაც მისი ცოლი გარდაიცვალა, პირველ ბავშვზე მშობიარობის დროს, იესოს კოლეჯმა პატივისცემა გამოხატა მის მიმართ, საძმოში წევრობის აღდგენით. მან დაიწყო თეოლოგიის სწავლა და უკვე [[1520]] წლისთვის, მან უკვე მიიღო წმინდა დავალებები. ამ დროისთვის საძმო მას ასახელებდა, როგორც ორდენის ერთ–ერთ მქადაგებელს. მან ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება [[1526]] წელს მიიღო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომას_კრანმერი“-დან