ტომას კრანმერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
== ადრეული წლები (1489–1527) ==
[[ფაილი:Thomas-Cranmer-ez.jpg|thumb|right|220px|ტომას კრანმერი]]
კრანმერი დაიბადა 1489 წელს ასლოკტონში, ნოტინგემშეა, ინგლისი. მისი მშობლები ტომასი და აგნესა მოკრძალებული მდიდარი ხალხი იყო, რომლებიც არისტროკრატთა წრიდან არ იყვნენ. მამული და ქონება მთლიანად მათ უფროს ვაჟს ჯონს დარჩა, იმის გათვალისწინებით, ტომასი და მისი უმცროსი ძმა ედმუნდი სასულიერო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. კრანმერის ადრეულ სასწავლო პერიოდზე ცნობები არ მოიპოვება და იგი ამჟამად კვლავ უცნობი რჩება. მან სავარაუდოდო დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. როდესაც იგი 14 წლისა შეიქნა, ორი წლის შემდეგ მამის გარდაცვალებისა, იგი ახლად შექმნისლშექმნილ იესოს კოლეჯში გააგზავნეს, რომელიც ქემბრიჯში მდებარეობდა. აქ მან დაჰყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი 8 წელი, მან ამ დროში მოასწრო აეღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, შეესწავლა ლოგიკის საფუძვლები, კლასიკური ლიტერატურა და ფილოსოფია. სწავლის დროს იგი აგროვებდა შუასაუკუნეების სამეცნიერო წიგნებს, რომელთაც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. ოსტატის ხარისხის მისაღებად მან განსხვავებული სწავლების კურსი გაირა, კერძოდ შეისწავლა ისეთი ჰუმანისტები როგორებიც არიან ჯაქის ლეფევრე დეტაპლესი და ერასმუსი. მან ეს კურსი შეუფერხებლად, 3 წელიწადში გაიარა. მალევე ხელოვნების ოსტატის ხარისხის აღების შემდეგ, იგი იესოს კოლეჯის საძმოში გააწევრიანეს.
 
ამის შემდეგ მან ცოლად ქალი შეირთო სახელად ჯოანა. რადგანაც იგი აქამდე მღვდელი არ იყო, იძულებული გახდა საძმო დაეტოვებინა. რათა უზრუნველყო თავისი ოჯახი მან ლექციების კითხვა დაიწყო სხვა კოლეჯში. როდესაც მისი ცოლი გარდაიცვალა, პირველ ბავშვზე მშობიარობის დროს, იესოს კოლეჯმა პატივისცემა გამოხატა მის მიმართ საძმოში წევრობის აღდგენით. მან დაიწო თეოლოგიის სწავლა და უკვე 1520 წლისთვის მან უკვე მიიღო წმინდა დავალებები, ამ დროისთვის საძმო მას ასახელებდა, როგორც ორდენის ერთ–ერთ მქადაგებელს. მან ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება 1526 წელს მიიღო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომას_კრანმერი“-დან