არიელი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი = არ…)
 
 
==ისტორია==
1978 წელს ებრაელთა ჯგუფს უნდა ეპოვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი სამარიის მთიანეთში, რომელიც აკონტროლებს [[თელ-ავივი]]სკენ მიმვალ გზას და დაეცვათ იგი იორდანიის შესაძლო თავდასხმისგან. 1978 წლის დაზაფხულზე რამდენიმე კაცი დაბანაკდა ამ ადგილას, ხოლო იმავე წლის აგვისტოს აქ საცხოვრებლად უკვე 40 ოჯახი გადმოვიდა.
 
თავდაპირველად პირველ მოსახლეებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდათ, დასახლების დაარსებისთვის მათ მძიმე გამოცდის გავლა მოუწიათ. წყალი მათ მხოლოდ დროდადრო მიეწოდებოდათ ცისტერნებით, ელექტროენერგიას კი გენერატორებით გამოიმუშავებდნენ, რადგან იმ მხარეში იმ დროს არ იყო ელექტროგაყვანილობა. კარვების ნაცვლად აშენდა დროებითი საცხოვრებლები და სკოლა. პირველი სასწავლო წელი 1978 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.
 
თანდათან მოსახლეობამ იმატა. დასახლებაში [[ორთოდოქსი ებრაელები]]ც გადმოსახლდნენ და აშენდა 14 [[სინაგოგა]].
 
დღესდღეისობით ქალაქში უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, ორი ინდუსტრიული ზონა, ბიბლიოთეკა და სპორტ კლუბი. არიელში ახლა 27 ახალი ქარხანა შენდება, რომლებიც [[2009]] წელს უნდა დასრულდეს.
 
==გეოგრაფია==
არიელი თელ-ავივიდან დაახლოებით 40 კმ აღმოსავლეთით, მდინარე იორდანედან 40 კმ დასავლეთით და იერუსალიმიდან 60 კმ ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არიელი თელ-ავივთან დაკავშირებულია ტრანს-სამარიული გზატკეცილით.
 
==განათლება==
14 352

რედაქტირება