გიორგი IV გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

22:13, 19 ივნისი 2005-ის ვერსია

გიორგი IV გურიელი, გურიის მთავარი 1711-1726, დროგამოშვებით. მამია გურიელის ძე. 1711 გურიელად დასვა მამამ, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო, 1712-1714 ტახტი წაართვა ძმამ ლევან I გურიელმა. 1716 გიორგი IV გურიელი იმერეთში გამეფდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო. 1717 გააძევა ძმამ ქაიხოსრო III გურიელმა. იმავე წელს ოსმალთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა. 1717 ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან, მაგრამ მაშინვე შეძლო ძალაუფლების დაბრუნება. ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-თან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათომ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას.