მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:53, 17 ივნისი 2005-ის ვერსია

მამია II გურიელი (― † 1625), გურიის მთავარი 1600-1625, გიორგი II გურიელის ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა აჭარიდან და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო (გურია-ოამალეთის შეთანხმება 1614). მამია II გურიელმა აჭარა დაკარგა და თურქეთის ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 მამია II გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უსედეგოდ. მოკლა შვილმა სიმონმა.