მარტორქისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mk:Носорог
No edit summary
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = მარტორქისებრნი
| სურათის ფაილი = Rhino-216.jpg
| სურათის სახელი =
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი = [[ქორდიანები]]
| კლასი = [[ძუძუმწოვრები]]
| რიგი = [[კენტჩლიქოსნები ]]
| ოჯახი = [[მარტორქისებრნი]]
| ლათ = Rhinocerotidae
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
| ვიკისახეობები =
| itis =
| არეალის რუკა =
| არეალის ლეგენდა =
}}
 
'''მარტორქისებრნი''' (Rhinocerotidae), [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[კენტჩლიქოსნები]]ს რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე - 1-2 მ, მასა - 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა - კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია [[ინდური მარტორქა]] (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; [[თეთრი მარტორქა]] (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; [[შავი მარტორქა]] (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.