კვირიკე II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''კვირიკე II''', [[კახეთის სამეფო | კახეთის]] მთავარი (ქორეპისკოპოსი) [[929]]-[[976]]. მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს [[გიორგი II , კონსტანტინე III-ის ძე | გიორგი II]] აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა [[უჯარმა | უჯარმის ციხე]]. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ [[ქართლის სამეფო | ქართლის]] აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. [[957]] აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ [[ლეონ III | ლეონ III-მ]] განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, არადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო
დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ.
 
 
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]