წმინდა შუშანიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''შუშანიკი'''({{lang-hy|Շուշանիկ}} დ. დაახლ. [[440]] – გ. [[475]]), [[ქართლი|ქართლის]] პიტიახშის [[ვარსქენ პიტიახში|ვარსქენის]] მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა ქართველი მხედართმთავრის [[მამიკონიანი, ვარდან|ვარდან მამიკონიანის]] ასული.
 
როდესაც [[საქართველო]]ში [[ირანი]]ს პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო [[ქრისტიანობა]] და [[ზოროასტრიზმი|ცეცხლთაყვანისმცემლობა]] მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა დ გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში. შუშანიკი გარდაიცვალა ციხეში ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისა]] და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. [[წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ|შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა]] [[იაკობ ცურტაველი|იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა)]].
 
[[ქართული მართლმადიდებლური ეკლესია|ქართულმა მართლმადიდებლურმა]], [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომხურ–გრიგორიანულმა]] და [[რუსული მართლმადიდებლური ეკლესია|რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა]] წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე [[17 ოქტომბერი]] (ქართული და სომხური ეკლესია) და [[10 სექტემბერი]] (რუსული ეკლესია) დააწესეს.