უილიამ გოპალავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
}}
'''უილიამ გოპალავა''' (ტამილურ ენაზე வில்லியம் கொபல்லாவ, დ. [[17 სექტემბერი]], [[1897]], [[მატალე]], [[ცეილონი]] - გ. [[31 იანვარი]], [[1981]], [[კოლომბო]], [[შრი-ლანკა]]) - შრი-ლანკელი პოლიტიკოსი, ცეილონის [[გენერალ-გუბერნატორი]] ([[1962]]-[[1972]]) და ქვეყნის პირველი [[პრეზიდენტი]] (1972-[[1978]]).
 
 
== ბიოგრაფია ==
 
უილიამ გოპალავა დაიბადა [[1897]] წლის [[17 სექტემბერი|17 სექტემბერს]] [[მატალე]]ს რაიონის სოფელ დალიუ მაჰა უოლოვაში. დაწყებითი განათლება ამავე სოფლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლობდა [[კანდი]]ს ჯერ წმინდა იოანეს შემდეგ კი ბუდისტურ კოლეჯში. [[1920]] წელს კი ჩაირიცხა [[ცეილონი]]ს სამართლის სკოლაში.
 
== კარიერა ==
 
მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც [[1926]] წელს აირჩიეს მატალეს ქალაქის საბჭოში. ამ თანამდებობაზე იგი [[1939]] წლამდე დარჩა. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დიპლომატიურ კარიერას:[[1958]] წლის [[18 ივნისი|18 ივნისს]] [[სოლომონ ბანდარანაიკე]]ს მთავრობამ ელჩად დანიშნა [[ჩინეთი]]ს რესპუბლიკაში. [[1961]] წლის [[7 სექტემბერი|7სექტემბერს]] გამოიწვიეს ჩინეთიდან და ელჩად დანიშნეს [[აშშ]]-ში. იქ იმუშავა [[1962]] წლამდე, რის შემდეგაც დანიშნულ იქნა ცეილონის გენერალ-გუბერნატორად. გუბერნატორის სავარძელი ეკავა 1972 წლამდე. [[1972]] წელს [[სირიმავო ბანდარანაიკე]]ს ინიციატივით მიიღეს ახალი [[კონსტიტუცია]], რომლის ძალითაც დამთავრდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს მმართველობა და გამოცხადდდა რესპუბლიკა. 1972 წლის [[2 მარტი|2 მარტს]] ქვეყანასაც შეუცვალეს სახელი და დაერქვა შრი-ლანკის რესპუბლიკა, უილიამ გოპალავამ კი დაიკავა რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძელი და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა [[1978]] წლამდე.
 
== ოჯახი==
 
უილიამ გოპალავა დაქორწინდა სილავათი რამბუკველა გოპალავაზე და შეეძინა 5 შვილი. მისი უფროსი ქალიშვილი ჩანდრიკა ცოლად გაჰყვა სირიმავო ბანდარანაიკეს ძმას მაკი რატვატეს. უფროსი ვაჟი კი ცნობილი ბიზნესმენია, ხოლო უმცროსი ვაჟი მონტი გოპალავა, რომელიც მოკლეს [[2005]] წელს , იყო შრი-ლანკის პარლამენტის ერთერთი ყველაზე პოპულარული წევრი.
 
 
 
[[en:William Gopallawa]]