თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fi:Teimuraz I
No edit summary
ხაზი 4:
სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. [[1625]], როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო [[1632]] შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობა და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: "სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "ლეილმაჯნუნიანი" და "იოსებზილიხანიანი". თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსულ მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში.
 
თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატოობდაბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.
 
[[სურათი:Teimuraz I of Kakhetia.jpg|thumb|200px|თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელო მოგზაური დონ კრისტოფელო დე კასტელოს ჩანახატებიდან.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან