ღაზაროს აღაიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ღაზაროს აღაიანი''' (დ. 4 აპრილი/16 აპრილი, სოფ. ბოლნისი, ახლანდელ...
 
+კატ., ds
ხაზი 1:
'''ღაზაროს აღაიანი''' (დ. 4 აპრილი/[[16 აპრილი]], სოფ. ბოლნისი, ახლანდელი [[ბოლნისის რაიონი]] - გ. 20 ივნისი/[[3 ივლისი]], [[1911]], [[თბილისი]]), [[სომხები|სომეხი]] მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
 
სწავლობდა თბილისში, [[ნერსესის სასწავლებელი|ნერსესის სემინარიაში]]. [[1867]] წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას[[ საქართველო]]სა და [[სომხეთი|სომხეთში]]. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა („ტორქ ანგეღი“, 1888 და სხვა). საბავშვო ზღაპრებისა („ბებია გულნაზის ზღაპრები“, 1904) და სხვა. რომანში „ორი და“ (1872) ასახა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში „ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ (ცალკე გამოცემა 1893) და „არათუნი და მანველი“ (1867) გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა („დედაენა“) და პედაგოგიური სტატიებისა.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, გვ. 46, თბ., 1977
 
{{DEFAULTSORT:აღაიანი, ღაზაროს}}
[[კატეგორია:სომხები]]
[[კატეგორია:სომეხი მწერლები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1911]]