რკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''რკონი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი [[კასპის რაიონი|კასპის რაიონში]], სოფ. ჩაჩუბეთის[[ჩაჩუბეთი]]ს მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს.
 
I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ტავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და გავითარებული შუა საუკუნე). II ფენა - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა - ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა - XVI-XVIII საუკუნეები - სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1939-1940. თითქმის პირვანდელი სახით არის ჩვენამდე მოღწეული რომლის ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), შუა საუკუნის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რკონი“-დან